ფეხბურთი

14:33 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო: "კაპიტალს ყველა კლუბი ზრდის, მაგრამ ამისთვის მხოლოდ "იუვენტუსი" დასაჯეს"

ტურინის „იუვენტუსის“ 15 ქულით დასჯას ვეტერანი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, კაპიტალის ხელოვნურ ზრდას ყველა კლუბი აკეთებს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ „იუვენტუსი“ დასაჯეს.

„კაპიტალის მოგება არის ეკონომიკური ტერმინი ღირებულების ზრდის ან დადებითი სხვაობისთვის ერთი და იგივე აქტივის ორ ფულად ღირებულებას შორის. დღევანდელი საღამოს შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოში ყველა კლუბი აკეთებს ამას, მაგრამ ამისთვის მხოლოდ იუვენტუსი ისჯება“, - დაწერა მარკიზიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ მიმდინარე სეზონში 15 ქულა დააკლო.

0.112303