ფეხბურთი

13:35 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი შეთავაზებას ესპანეთიდან ელოდება

ტომას ტუხელი ლონდონის „ჩელსიდან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარია, მაგრამ გერმანელი სპეციალისტი ახალი სამსახურის პოვნას არ ჩქარობს.

გერმანული მედიის ცნობით, ტუხელს სურს, რომ ესპანური გრანდი ჩაიბაროს, უფრო კონკრეტულად კი „ბარსელონას“ და „რეალის“ გაწვრთნა უნდა. აღსანიშნავია, რომ ტომასმა ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელს ბოლო დროს მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. გერმანელ სპეციალისტს „მაინცში“, „დორტმუნდში“, პსჟ-სა და „ჩელსიში“ აქვს ნამუშევარი.

0.117224