ფეხბურთი

12:59 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალებზე წერს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებას აპირებს და მისთვის ხელფასის მომატებაც იგეგმება.

Il Mattino-მ ახალი კონტრაქტის დეტალებზე დაწერა: წყაროს თანახმად, ხვიჩა „ნაპოლისთან“ ხელშეკრულებას 2028 წლამდე განაახლებს და მისი ხელფასი სეზონში 2.5 მილიონი ევრო გახდება. ეს ყველაფერი სავარაუდოდ, ზაფხულში გაოფიციალურდება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ამჟამად სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, კონტრაქტი კი ძალაში 2027-წლამდეა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.112268