კალათბურთი

11:19 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ 7 წუთი ითამაშა, "ინდიანამ" ზედიზედ მეექვსედ წააგო

„ინდიანა პეისერსი“ ცუდ ფორმაშია და NBA-ში ზედიზედ მეექვსე მარცხი განიცადა. ინდიანაპოლისელებმა ამჯერად სტუმრად „დენვერ ნაგეტსთან“ ვერაფერი გააწყვეს და უშანსოდ, 111:134 წააგეს.

გოგა ბითაძემ 06:55 წუთი ითამაშა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველ კალათბურთელს მეტოქის კალათისკენ ბურთი არ უსვრია და მატჩი უქულოდ დაასრულა.

„ინდიანაში“ საუკეთესოები ბენედიკტ მატურინი (19 ქულა) და კრის დუარტე (18 ქულა) იყვნენ, ხოლო „დენვერში“ კი აარონ გორდონი (28 ქულა) გამოირჩა.

„ინდიანა პეისერსი“ 23 მოგებით და 24 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 იანვარს, სტუმრად „ფინიქს სანსთან“ ჩაატარებს.

0.115999