ლონდონის "ჩელსიმ" პსვ ეინდჰოვენიდან ნონი მადუეკე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნიდერლანდურმა კლუბმა 20 წლის შემტევის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროო მიიღო. აღსანიშნავია, რომ მადუეკე ინგლისელია და პსვ-ში 2019 წელს გადავიდა, თავიდან ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ხოლო შემდეგ მთავარ გუნდში დააწინაურეს.
მიმდინარე სეზონში მადუეკემ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.