„სალერნიტანას“ პრეზიდენტმა დანილო იერვოლინომ იტალიურ მედიას „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.
მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და სალერნოული კლუბის პრეზიდენტსაც სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს.
„კვარაცხელიას არყოფნა ჩვენთვის უპირატესობა, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ „ნაპოლის“ სხვა ბევრი მაღალი დონის მოთამაშეც ჰყავს და ყველას შეუძლია კარგად თამაშობს. თუმცა ჩვენც გვაქვს დანაკლისი მაძოკის, მაჯორეს, ფაციოსა და სხვების სახით“, - თქვა იერვოლინომ.
შეგახსენებთ, „სალერნიტანასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.