ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ლეანდრო ტროსარი კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტროსარმა ლონდონელებთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისური გადასცეს. ტრანსფერის ღირებულებამ 27 მილიონი ევრო შეადგინა.
ლეანდრო ტროსარი „გენკის“ აღზრდილია, 2019 წლიდან კი „ბრაიტონში“ თამაშობდა, სადაც 122 შეხვედრაში თავი 25-ჯერ გამოიჩინა. ბელგიის ნაკრებში მას 24 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლის გატანა შეძლო.