იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ იტალიაში დომინანტური ციკლის გახსნა შეუძლია, კვარაცხელია კი ამ გუნდის კოზირი და ჯოკერია.
„კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლი“ 50%-ით უფრო ძლიერია. თუმცა, ამ გუნდის რეალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არავის აქვს კარგად გააზრებული. „ნაპოლი“ იმდენად კარგად არის აშენებული, რომ მზად არის იტალიაში თავისი ეპოქა გახსნას. სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აქამდე არსებული პრინციპები შენარჩუნდეს.
კვარაცხელიას გამო შეშფოთებული ვარ. ის არის კოზირი, ჯოკერი, რომელსაც ნებისმიერი თამაშის ბედის გადაწყვეტა ოსიმენთან ერთად შეუძლია, რომელმაც დიდი პროგრესი აჩვენა. ამიტომ, კვარას დანაკლისი ჩემთვის შემაშფოთებელია“, - თქვა კორბომ.
შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 21 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.