ბრატისლავის „სლოვანი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩეხური „ბრნო“ ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე იურაი კუცკამ გიორგის პასით გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა კუთხური კარგად ჩააწოდა და კუცკამ ზუსტად დაარტყა.
ჩაკვეტაძემ და გურამ კაშიამ მეორე ტაიმი ითამაშეს, ხოლო ჯაბა კანკავა მოედანზე პირველ ტაიმში იყო.
სლოვაკეთის ჩემპიონატი 12 თებერვალს განახლდება, მანამდე „სლოვანს“ რამდენიმე ამხანაგური თამშიც აქვს დაგეგმილი. ვაისის გუნდი კონფერენს ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც მერვედფინალშია გასული.