ფეხბურთი

19:05 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა ქუთაისის „ტორპედომ“ კაიკე დავიდ ფერეირას ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი უკვე გააფორმა, თუმცა მისი ხანგრძლივობა უცნობია.

კაიკე „ტორპედოს“ თურქეთში შეუერთდა, სადაც კახა ჩხეტიანის გუნდი შეკრებაზეა და გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშიც მოასწრო. ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი „ფლამენგოში“ თამაშობდა და გასულ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16671