ნიდერლანდების ნაკრების შემტევი მემფის დეპაი მადრიდის „ატლეტიკოში“ ითამაშებს.
28 წლის ფეხბურთელი „როხიბლანკოში“ „ბარსელონადან“ გადავიდა, რომელსაც მადრიდელებმა 3 მილიონი ევრო გადაუხადეს. მემფისმა კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაიმ კარიერა პსვ ეინდჰოვენში დაიწყო, შემდეგ „მანჩესტერსა“ და „ლიონში“ ითამაშა, „ბარსელონას“ წევრი კი 2021 წლიდან იყო.