ფეხბურთი

16:35 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "არ ვართ ისეთი გუნდი, როგორიც ადრე ვიყავით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი გუნდის მიმართ კრიტიკულად ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს არ არის ძველი „მანჩესტერ სიტი“ და გულშემატკივრებიც გააკრიტიკა.

„შორს ვართ იმ გუნდისგან, როგორიც ადრე ვიყავით. გვაკლია ვნება, შინაგანი ცეცხლი და პირველივე წუთიდან გამარჯვების სურვილი. პრემიერლიგა არავის ელოდება და „არსენალი“ ძალიან მოტივირებულია. მათ პრემიერლიგა დიდი ხანია არ მოუგიათ და ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ გამარჯვებით ისტორიას დაწერენ.

ჩვენი ფანები 45 წუთის განმავლობაში ჩუმად იყვნენ. მინდა, რომ „ეტიჰადზე“ ძველი გულშემატკივრობა დაბრუნდეს, ახლა ვხედავ, რომ ჩვენი ფანები პასიურობენ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116828