ფეხბურთი

2:00 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" ქამბექი "ტოტენჰემთან"

ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა, თუმცა, პეპ გვარდიოლას გუნდს პირველი ტაიმის მერე საქმე ასე იოლად არ ჰქონდა.

„ტოტენჰემი“ 44-ე და 45-ე წუთებზე დეიან კულუშევსკისა და ემერსონ როიალის გოლებით 2:0 დაწინაურდა და „სიტი“ ძალიან მძიმე ვითარებაში ჩავარდა. თუმცა „ქალაქელებმა“ ნაანტრაქტევს დიდებულად ითამაშეს და ძალიან მალე, 53-ე წუთისთვის ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 10 წუთის შემდეგ სულაც დაწინაურდნენ. ბოლოს „სიტიმ“ მეოთხეც გაიტანა და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.

„მანჩესტერ სიტიმ“ 42 ქულა დააგროვა და „არსენალს“ 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. „ტოტენჰემი“ ბოლო ოთხ ტურში მესამედ დამარცხდა და 33 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდი ოთხეულს უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

„მანჩესტერ სიტი“ – „ტოტენჰემი“ 4:2 (0:2)

გოლები: 0:1 კულუშევსკი (44), 0:2 ემერსონი (45), 1:2 ალვარესი (51), 2:2 ჰოლანდი (53), 3:2 მაჰრეზი (63), 4:2 მაჰრეზი (90)

0.122611