კალათბურთი

1:25 | 20.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვირტუსის" გამარჯვება და თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული ევროლიგაში

ევროლიგის მეოცე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა და 74:64 დაამარცხა.

იტალიელებმა პირველივე ტაიმში 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა, მესამე მეოთხედში ბერძნებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს. მიუხედავად ამისა, დასკვნით პერიოდში „ვირტუსი“ უშეცდომო იყო და საბოლოოდ გამარჯვება მოახერხა.

შენგელია მატჩის MVP იყო. ქართველმა კალათბურთელმა 28:24 წუთში 16 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 24.

„ვირტუს ბოლონია“ 20 ტურის შემდეგ 9 მოგებით და 11 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 იანვარს, სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.

0.122248