ჩოგბურთი

23:44 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ნომრად განთესილი ჟაბური ავსტრალიის ღიას გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ნომრად განთესილი ტუნისელი ონს ჟაბური, ტურნირს მეორე წრეშივე გამოეთიშა. უიმბლდონის და აშშ-ის ღია ღია პირველობის ფინალისტი, ჩეხ მარკეტა ვონდროუსოვასთან (საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილი ვიცე ჩემპიონი) 6-1, 5-7, 6-1 დამარცხდა.

ტუნისელმა, ვინც რეიტინგში გასულ სეზონში დაწინაურდა, შეხვედრისას 50 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ოლიმპიური ვერცხლის მფლობელმა ვონდროუსოვამ სამ სეტში (102 წუთში) რვა ბრეიკ პოინტს მიაღწია. ჟაბური ხანდახან ახერხებდა გაელვებას, მაგრამ ამით თამაში ვერ გადაარჩინა.

მესამე სეტში ჩეხმა მეტოქე გამანადგურებელი დარტყმებით დაბომბა და ახლოს იყო მშრალად მოსაგებად. მაგრამ ჟაბურმა გაიბრწყინა და ერთი საპასუხო ბრეიკი აიღო. თუმცა მარცხი მხოლოდ მცირე ხნით გადადო. ვონდროუსოვამ მომდევნო (მეშვიდე) გეიმშივე ისევ შეძლო მეტოქის გეიმის მოგება და გამარჯვებით დაამთავრა საქმე.

„ძალიან რთული შეხვედრა იყო. ის მეტისმეტად გვიან დაიწყო, რამაც ორივეზე იმოქმედა. ძალიან მიხარია, რომ ბოლომდე კარგად ვითამაშე და გამარჯვებას მივაღწიე“, - განაცხადა ვონდროუსოვამ, ვისაც მაჯის ხშირი ტრავმის გამო, ბევრი დრო გაუცდა და რეიტინგში 82-ე ადგილამდე დაქვეითდა.

მომდევნო ეტაპზე, მისი მეტოქე 17 წლის თანამემამულე ლინდა ფრუჰვირტოვა იქნება.

0.123109