ფეხბურთი

21:57 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზემ" "ფიორენტინას" ნახევარმცველი დაიმატა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ გამოცდილი ნახევარმცველი მარკო ბენასი დაიმატა, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ფიორენტინადან“ შეუერთდა.

28 წლის ფეხბურთელი „ფიორენტინაში“ 2017 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი „ტორინოს“ ღირსებას იცავდა და გუნდის კაპიტანიც იყო. გასულ სეზონში ის იჯარით „ვერონასა“ და „ემპოლიში“ ირჯებოდა, კარიერა კი „ინტერში“ დაიწყო, მერე ერთი სეზონი „ლივორნოში“ გაატარა.

მას სერია A-ში 216 მატჩი აქვს ჩატარებული და 26 გოლი გაიტანა. 2013-2017 წლებში ის იტალიის 21-წლამდე ნაკრების წევრი იყო, რომლის რიგებში 27 შეხვედრაში თავი 6 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111603