ფეხბურთი

16:57 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "დროა მომავალზე დავფიქრდე, სამუშაო ცხოვრებაში ყველაფერი არ არის"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ბოლო დროს მომავალზე ბევრს ფიქრობს. იტალიელმა სპეციალისტმა ჯან პიერო ვენტრონეს, სინიშა მიხაილოვიჩისა და ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების გააცნობიერა, რომ ცხოვრებაში სამსახური ყველაფერი არ არის.

„რა თქმა უნდა, ეს სეზონი რთულია პირადი თვალსაზრისით, სამი ადამიანის დაკარგვა, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობდი (ჯან პიერო ვენტრონე, სინიშა მიხაილოვიჩი და ჯანლუკა ვიალი) და ჩემი მეგობრები იყვნენ, ასეთ მოკლე დროში ადვილი არ იყო. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ეს გიბიძგებს მომავალზე ფიქრისკენ. ჩვენს საქმეს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ოჯახი გვავიწყდება. გვავიწყდება, რომ მეტი დრო გვჭირდება საკუთარი თავისთვის. ეს სეზონი მაიძულებს, რომ მომავალზე ვიფიქრო.

როდესაც მუშაობ, ეს საქმე შენს გონებაშია და შესაძლოა ოჯახსა და მეგობრებთან ყოფნა დაავიწყდეს. ეს ჩვენი გატაცებაა და ამ ვნების გამო ბევრი რამ დავკარგეთ. შრომა ცხოვრებაში ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა, არც ისაა კარგი, რომ ჩემი ოჯახი იტალიაში ჩემს გარეშეა, თუმცა, როცა გყავს შვილები და ბავშვები სკოლაში დადიან, ყოველ ორ წელიწადში მათ სხვადასხვა ქვეყნებში ვერ წაიყვან, ვერ აიძულებ, რომ გარემო ასე ხშირად შეიცვალონ. არ მინდა, ჩემი ოჯახის ცხოვრებაზე გავლენა მოვახდინო“, - თქვა კონტემ.

ანტონიო კონტეს მეუღლე ელიზაბეტა და 15 წლის შვილი ვიტორია იტალიაში ცხოვრობენ. იტალიელ სპეციალისტს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი დამდეგ ზაფხულს ეწურება და სავარაუდოდ, მას არ გაახანგრძლივებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116242