ფეხბურთი

14:51 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარიუსმა „ნიუკასლთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ნიუკასლის“ მეკარემ, ლორის კარიუსმა, კლუბთან კონტრაქტი 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა - გვამცნობს „კაჭკაჭების“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

გერმანელი კარის დარაჯი „ჯორდებს“ 2022 წლის სექტემბერში მცირეხნიანი ხელშეკრულების პირობით შეუერთდა. მის კონტრაქტში აღნიშნულია, რომ მხარეების სურვილის შემთხვევაში, თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით შეიძლება გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ ლორისი „ლივერპულში“ 2016 წლიდან ირიცხებოდა. მერსისაიდელებთან მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ამოეწურა. 2020/21 წლების სეზონში კი ის ბერლინის „უნიონში“ თამაშობდა იჯარით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112153