პსჟ-ს მეკარე კეილორ ნავასი არ გეგმავს საუდურ „ალ-ნასრში“ გადასვლას - გვამცნობს RMC Sport.
წყაროს ინფორმაციით, კლუბი მეკარეს აკვირდება, თუმცა თავად ფეხბურთელს ევროპაში თამაშის გაგრძელება სურს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებას ელის.
ნავასი პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიანუ რონალდუს ესაუბრა „ალ-ნასრის“ პროექტის შესახებ. თუმცა აზიაში გადასვლაზე თავს იკავებს.ადრე ნავასი და რონალდუ ერთად იცავდნენ მადრიდის „რეალის" ღირსებას.
შეგახსენებთ, რომ ნავასი პსჟ-ში 2019 წელს „სამეფო კლუბიდან“ გადავიდა. მეკარეს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ნავასმა საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.