კალათბურთი

1:40 | 19.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში

სანდრო მამუკელაშვილი ისევ „ვისკონსინ ჰერდში“ დაბრუნდა და G ლიგაში ითამაშა. "ვისკონსინმა" საკუთარ მოედანზე "ვესტჩესტერი" 127:118 დაამარცხა, მაგრამ შეხვედრაში დიდი ბრძოლა არ ყოფილა.

საქმე ისაა, რომ "ჰერდი" ბოლო პერიოდის წინ 27 ქულით იგებდა და სტუმრებმა მხოლოდ დასკვნით მეოთხედში მოახერხეს ანგარიშის შემცირება.

სანდრო მამუკელაშვილმა 36 წუთში 20 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, რითაც ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ 17-დან 8 სროლა გამოიყენა, გარდა ამისა, 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ვისკონსინ ჰერდი“ 4 მოგებით და 4 წაგებით კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 იანვარს, „რეპტორსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11265