ავტოსპორტი

23:40 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საინსს დაკარის ავარიისას ზურგი დაუზიანდა

კარლოს საინსმა გამოაცხადა, რომ დაკარზე ერთი კვირის წინ მომხდარი ავარიის დროს, ზურგი დაუზიანდა. 60 წლის მრბოლს, ვინც ორჯერ იყო რალის მსოფლიო ჩემპიონი, დაკარი კი სამჯერ აქვს მოგებული, ავარია დაკარის მეცხრე ეტაპზე შეემთხვა. მისი ელექტრო-ჰიბრიდული „აუდი“ ამოყირავდა და თავდაყირა გაჩერდა.

მაშველებმა მისი ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაყვანა სცადეს, მაგრამ ესპანელმა უარი უთხრა და რბოლის გაგრძელებაც კი სურდა. მაგრამ ამის საშუალება მანქანის დაზიანებამ არ მისცა. საბოლოოდ, ის იძულებული გახდა, რბოლა შეეწყვიტა.

„დაკარიდან მადრიდში დაბრუნების შემდეგ, ტკივილი არ დაცხრა და დიდხანს გამიგრძელდა. ექიმის რჩევით, გამოკვლევა ჩავიტარე, რათა ტრავმის ხარისხი გამოგვევლინა. სამწუხაროდ, კარგი შედეგები არ მაქვს. დამიზიანდა T5 და T6 მალები“, - ყვება საინსი.

მატადორი დასძენს, რომ ორივე დაზიანებული მალა სტაბილურ მდგომარეობაშია და მათ განკურნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

0.116398