ფეხბურთი

18:50 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ანტალიაში პლოვდივის "ლოკომოტივი" დაამარცხა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის თურქეთის ქალაქ ანტალიაში ემზადება, სადაც მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გაიმარჯვა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პლოვდივის „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი თბილისელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს - ანგარიში ულად ომარ-იმრანმა გახსნა, ხოლო საბოლოო შედეგი საბა ხვადაგიანმა დააფიქსირა.

„დინამოსთვის“ ეს ანტალიაში მეორე სპარინგი იყო და მანამდე უკრაინის ჩემპიონატის ლიდერ „დნიპრო 1“-ს უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა (3:3).

„დინამო თბილისი“ შეკრების პირველ ეტაპზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და 22 იანვარს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება, რომლის რიგებში ირაკლი აზაროვი თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099698