„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის თასის მერვედფინალში „კრემონეზესთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა თავისი შესაძლებლების დონეზე ვერ ითამაშა და ბანალური შეცდომები დაუშვა.
„ვწუხვართ და იმედგაცრუებული ვართ, ბურთს არც ისე კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ ერთ მომენტში თამაში სრულიად უსაფრთხოდ მიმდინარეობდა. გოლი ცოტა შემთხვევით გავუშვით და რიცხობრივ უპირატესობაში ორი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ეს არის ფეხბურთი, როდესაც ბანალურ შეცდომებს უშვებ, ყველაფერი რთულდება.
ვერ ვითამაშეთ ჩვენთვის დამახასიათებელი ხარისხით, ჩვენს შესაძლებლობებზე დაბლა ვითამაშეთ და მეორე გოლი მაშინ გავუშვით, როცა მინდორზე ძირითადი შემადგენლობის ნახევარდაცვა იყო“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „კრემონეზესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და იტალიის თასს გამოეთიშა.