ფეხბურთი

16:44 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თუ კონტეს გაუშვებენ, ტუხელი მზადაა „ტოტენჰემი“ ჩაიბაროს

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი, ტომას ტუხელი აცხადებს, რომ მზადაა „ტოტეჰემის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ მას იტალიელი ანტონიო კონტე დატოვებს.



გერმანელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებიდან მალევე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარია. მას შემდეგ, რაც „დეზების“ მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, Evening Standard-ის ინფორმაციით ტუხელი „სპურსის“ მწვრთნელობაზე უარს არ იტყვის.

იტალიელის პოზიციები ჩრდილოლონდონურ დერბიში, „არსენალთან“ მარცხი შემდგომ კიდევ უფრო შეირყა.

გერმანელ სპეციალისტს სხვადასხვა ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაც დაუკავშირეს, თუმცა ინგლისის ასოციაციამ გარეთ საუთგეითს ნდობა გამოუცხადა.

ტომას ტუხელი „ჩელსიში“ 2021 წლის ზამთარში დაინიშნა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. იქამდე ის „პარი სენ-ჟერმენსაც“ ავარჯიშებდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. თავდაპირველად კი მან თავი კარგად „მაინცში“ მუშაობისას წარმოაჩინა, საიდანაც სამწვრთნელო კარიერა „დორტმუნდში“ განაგრძო.

0.124162