ფეხბურთი

15:09 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დაიო უპამეკანო: “ყველაზე რთული მეტოქე არა ლეო მესი, არამედ უსმან დემბელეა“

მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი დაიო უპამეკანო Bein Sports-ს ესაუბრა და შეკითხვაზე, ვინ იყო ყველაზე რთული მოთამაშე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია, საინტერესო პასუხი გასცა:



„ყველაზე რთული მოთამაშე, ვის წინააღმდეგაც მითამაშია უსმან დემბელეა.“ - ჟურნალისტმა უპამეკანოს ლეო მესის შესახებ ჰკითხა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 გოლი გაუტანა, თუმცა ფრანგმა კვლავ იუარა:

„არა, მესი არ არის ყველაზე რთული მეტოქე. უსმან დემბელეა. ის ძალიან სწრაფია“

დაიო უპამეკანო და უსმან დემბელე მსოფლიო ჩემპიონატზე თანაგუნდელები იყვნენ და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორივე მათგანმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა კარგი თამაშით თავი არცერთ მათგანს არ გამოუჩენია. უპამეკანოს არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშის დროს არგენტინამ საფრანგეთს 3 გოლი გაუტანა, უსმან დემბელე კი საერთოდ პირველი ტაიმის დასრულებამდე შეცვალეს. ფრანგულმა მედიამ ორივე მათგანს დიდი კრიტიკა დაატეხა თავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120114