ფეხბურთი

13:46 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერ ჯეიმს რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენის პროცესში ოფიციალურად ჩაერთო

ბრიტანელი მილიარდერის, სერ ჯიმ რეტკლიფის ქიმიური კომპანია „Ineos“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენის პროცესში ფორმალურად ჩაერთო.



„იუნაიტედის“ ამჟამინდელმა მფლობელებმა, გლეიზერებმა დაადასტურეს, რომ კლუბის გაყიდვას აპირებენ, რადგან სტრატეგიული ალტერნატივების გაფართოებას აპირებენ. ამ ამბის გავრცელებისთანავე, სერ ჯიმ რეტკლიფს გაუჩნდა კლუბის შეძენის ინტერესი, ახლა კი მილიარდერმა ეს ინტერესი ფორმალურადაც დაადასტურა.

„Ineos“-ის მფლობელს „ჩელსის“ შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც მას რომან აბრამოვიჩი ყიდიდა, თუმცა მისმა 4.25 მილიარდიანმა შეთავაზებამ რუსი ოლიგარქი არ დააკმაყოფილა.

სერ ჯიმ რეტკლიფი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდი გულშემატკივარია, მისი ქიმიური კომპანია კი წეილწადში დაახლოებით 50 მილიარდს გამოიმუშავებს და 29 ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით 26 000 ადამიანს ამუშავებს.

„Ineos“ ჯგუფი საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდ „ნიცას“ და შვეიცარიის ჩემპიონატის კლუბ „ლოზანას“ ფლობს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი კომპანიის ყველაზე დიდი შენაძენი იქნება სპორტული კუთხით.

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივრები „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი მფლობელების, გლეიზერების გადადგომას აქტიურად მოითხოვდნენ, თუმცა კლუბის ბოლო პერიოდში მიღწეულმა წარმატებებმა მათი პროტესტი ცოტათი გაანელა.

ინგლისის პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 38 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს. გუნდი ევროპის ლიგაზეც მონაწილეობს, სადაც 1/16 ფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123212