სხვა

13:15 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადაა, თუმცა დანაკლისი დიდია

23 იანვრიდან ფინეთის ქალაქ ესპოში სტარტს აიღებს და 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას.



საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ერთეული ვაჟების კატეგორიაში მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე წარადგინა. ერთეულ ქალთა სეგმენტში ანასტასია გუბანოვა გამოვა, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი მოცეკვავე წყვილებში მიიღებენ მონაწილეობას.

სამწუხაროდ, ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის სპორტული წყვილი დაიშალა, ხოლო მეორე სპორტული წყვილი, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, კარინას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასპარეზობიდან მოიხსნა.

ეს ამბავი განსაკუთრებით სამწუხარო იმიტომ არის, რომ 2022 წელს საფინამ და ბერულავამ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მე-4 ადგილები დაიკავეს. რაც შეეხება პეკინის ოლიმპიურ თამაშებს, იქ მე-9 ადგილზე გავიდნენ, რაც ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში საუკეთესო ქართული მიღწევაა. ამის გათვალისწინებით, ეს წყვილი საქართველოს ნაკრებს ძალიან დააკლდება.

0.114341