სხვა

12:53 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

თითქმის გადაწყვეტილია: მერაბ დვალიშვილი UFC-ში პიოტრ იანს დაუპირისპირდება

საბრძოლო ორგანიზაცია UFC ბოლო დეტალებს აგვარებს ქართველი მერაბ დვალიშვილისა და რუსი პიოტრ იანის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც ქარდზე მთავარი დაპირისპირება იქნება.



UFC Fight Night 221-ზე ქართველი მებრძოლი ხუთრაუნდიან დაპირისპირებას გაუმართავს რუს მებრძოლს. ივენთი 11 მარტს, ლას ვეგასში უნდა შედგეს.

მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა ჟოზე ალდოს წინააღმდეგ გამართა. ის ბრძოლა „მანქანამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. მისი შედეგი UFC-ში 8 მოგება და 2 წაგებაა.

რაც შეეხება პიოტრ იანს, რუსსაც 8 მოგება აქვს 3 მარცხის წინააღმდეგ. მისი ბოლო ბრძოლა შონ ო’მალისთან შედგა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110629