ფეხბურთი

11:15 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესმა „გრემიოში“ ჩატარებულ სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა

ცოტა ხნის წინ ურუგვაელი ფეხბურთელი, ლუის სუარესი სათამაშოდ ბრაზილიურ „გრემიოში“ გადავიდა, სადაც პირველი მატჩიც ჩაატარა და თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.



აღსანიშნავია, რომ 37 წლის შემტევმა ჰეთ-თრიქი პირველ ტაიმში შეასრულა, მისმა გუნდმა კი „სან ლუისი“ რეკოპა გაუშას სუპერთასზე 4:1 დაამარცხა.

„ჩემი აზრით, ეს ყველაზე წარმატებული დებიუტია. ბოლოს სადებიუტო მატჩში მაშინ გავიტანე, როდესაც სათამაშოდ „ატლეტიკოში“ გადავედი.“ - განაცხადა სუარესმა მატჩის შემდგომ.

ეს იყო 2013 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც სუარესმა ჰეთ-თრიქი პირველ ტაიმში შეასრულა. მაშინ „ელ პისტოლერო“ „ლივერპულში“ თამაშობდა და 3 გოლი „ნორვიჩს“ გაუტანა.

ლუის სუარესი ბოლოს ურუგვაის „ნასიონალში“ თამაშობდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. მუნდიალზე წარუმატებელი თამაშის შემდგომ, ის ბრაზილიაში გადავიდა და „გრემიოს“ ღირსებას იცავს, რომელიც წელს ბრაზილიის სერია A-ში დაბრუნდა.

0.121601