ესპანელი ფეხბურთელი, პაბლო სარაბია პრემიერლიგური „ვულვზის“ ღირსებას დაიცავს. სარაბიამ 2.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„რეალ მადრიდის“ აღზრდილი 30 წლის ფეხბურთელი ბოლოს „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა, სადაც 98 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.
სხვადასხვა დროს, სარაბია „სპორტინგის“, „ხეტაფეს“ და „სევილიას“ შემადგენლობაში თამაშობდა, „რეალ მადრიდის“ ძირითად გუნდში კი მხოლოდ 1 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
სარაბიას რეგულარულად იწვევენ ესპანეთის ნაკრებშიც, სადაც მის ანგარიშზე ჩატარებულ 26 მატჩში 9 გატანილი გოლია (ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების კარში). იგი „ფურია როხას“ გასულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ეხმარებოდა.