კალათბურთი

9:54 | 18.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში "გოლდენ სტეიტი" და ზაზა ფაჩულია მიიღო

NBA-ს ჩემპიონ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში საზეიმო ღონისძიებაზე უმასპინძლა.

„გოლდენ სტეიტი“ თეთრ სახლში მთელი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და მათ შორის გახლდათ ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომელიც კლუბში მუშაობს.

"აქ პირველად ვარ, ასეთ ღონისძიებაზე. ძალიან მოხარული და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ მხოლოდ ეს იყო, რაც წინა ჩემპიონობის დროს არ გამომიცდია", - თქვა ფაჩულიამ.

„გოლდენ სტეიტი“ NBA-ს ჩემპიონი ბოლო 8 სეზონში ოთხჯერ გახდა, გარდა ამისა, კიდევ ორჯერ ფინალში დამარცხდა. ზაზა ფაჩულია „უორიორზში“ ორი სეზონი თამაშობდა და ორჯერვე, 2017 და 2018 წლებში შეძლო „ბეჭდის“ მოგება. ის ამჟამად კლუბში საკალათბურთო და ბიზნეს ოპერაციათა კონსულტანტად მუშაობს და გასულ წელს მოპოვებული ჩემპიონობაც მასაც ერგო.

0.128535