„ლაციოს“ ჩირო იმობილე გამოაკლდა, რომელიც დაახლოებით 15-20 დღე ვერ ითამაშებს. 32 წლის ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს, რომელიც „სასუოლოსთან“ მატჩში მიიღო.
ამრიგად, იმობილე „ლაციოს“ უახლოეს შეხვედრებში დააკლდება, მათ შორის „მილანის“ წინააღმდეგ დამდეგ უიქ-ენდზე დაგეგმილ თამაშში.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩირო იმობილემ ყველა ტურნირზე 18-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა.