პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი აბურჯანიამ საგოლე პასი მიითვალა, რითაც „ჟილ ვისენტემ“ „გიმარაეში“ 2:1 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ფეხი მოიკიდა, 82-ე წუთზე მოხდენილი პასით ფრან ნავაროს გაატანინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
აბურჯანიასთვის ეს პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-11 მატჩში პირველი საგოლე პასი იყო. „ჟილ ვისენტე“ 16 ტურის შემდეგ 15 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა.