შაკირასა და ჟერარ პიკეს დაშორება ბოლო ხანებში აქტუალური თემაა და კოლუმბიელმა მომღერალმა ესპანელ ფეხბურთელთან განშორებაზე სიმღერაც კი ჩაწერა.
როგორც ცნობილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა მხოლოდ 4 დღეა საჯარო სივრცეში გავრცელდა, უკვე ძალიან პოპულარული გახდა და შაკირამ ამ სიმღერით 2.5 მილიონი დოლარი უკვე გამოიმუშავა.
სიმღერაში შაკირა ამბობს, რომ პიკემ ფერარი ტვინგოში გაცვალა, რასაც პიკემ სულ მალე უპასუხა და თავისივე ორგანიზებულ ტურნირზე სწორედ ტვინგოს მარკის ავტომობილით მივიდა.
შეგახსენებთ, რომ პიკე და შაკირა გასული წლის მიწურულს დაშორდნენ.