„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს.
როგორც მან თქვა, თუ ლუკაკუ 115 მილიონად გაიყიდა, მაშინ კვარაცხელია უფრო ძვირად უნდა შეფასდეს:
„ჩემთვის ფეხბურთელებისთვის ფასების მინიჭება ყოველთვის უსიამოვნო იყო, რადგან ყველა სწორ ფასში არ იყიდება. თუმცა, კვარაცხელია აშკარად 100 მილიონზე მეტი ღირს, იმიტომ, რომ თუ ლუკაკუში ამდენი გადაიხადეს და ბურთის გაჩერება არ იცის, მაშინ ტექნიკური ფეხბურთელები აუცილებლად მეტი უნდა ღირდნენ“, - თქვა მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.