თამაშგარე

16:30 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბოლივიელი „ფუფალა“

ბოლივია ტურისტებისთვის ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი და შეუსწავლელი ქვეყანაა. ბოლივიაში დიდებულად შერეულია ევროპული სისხლი ადგილობრივ ინდიელ ამერიკელებთან და ალბათ ამის გამოცაა, რომ აქაური ლამაზმანები განსაკუთრებულები არიან.

წარმოდგენილ ფოტოებზე გამოსახული შემტევი იერის ქალი, ბოლივიელი მოდელი, მსახიობი და ყოფილი ფრენბურთელი ხიმანა ვარგასია, რომელიც 2010 წელს სკანდალურად გახდა „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი. ასეთი დიდი წარმატების მიუხედავად, ხიმენას უარი არ უთქვამს თავის მთავარ ჰობზე - შამანობაზე.

ბოლივიაში დიდი რაოდენობით ჯადოქრები და შამანები ცხოვრობენ და როგორც ჩანს, ყოფილი „მის მსოფლიოც“ გოგლა ლეონიძის „ფუფალასავით“ აყოლილია იმ ხალხს, რომელთაც სჯერათ, რომ თუკი მორიელის სისხლს და ყვავის ქონს ერთმანეთს შევუხამებთ და ამ ყველაფერს იხვისკარტას სკინტლში გადავურევთ, მარადიულ სიცოცხლეს ვეზიარებით.

0.109698