ფეხბურთი

15:17 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა „ლივერპულის“ სიტუაცია მოტეხილ ფეხს შეადარა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე ესაუბრა ჟურნალისტებს.

„ჩვენი ახლანდელი სიტუაცია მოტეხილ ფეხს გავს, როდესაც გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე კვირა, ან თვეა საჭირო.

ასეთ სიტუაციაში ხშირად არ ვყოფილვარ. მაგრამ ფეხბურთს უფრო დიდი ხანია ვუცქერ, ვიდრე ვწვრთნი. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ დგება დღე, როცა ფეხბურთელები მწვრთნელს აღარ უსმენენ. გერმანიაში ასეთ შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე: მენეჯერს მოთამაშეებამდე თავისი იდეები ვეღარ მიაქვსო. შესაძლოა, გარედან ხანდახან ასე ჩანს, მაგრამ ასე არ არის. ყველა შემთხვევაში, მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს ESPN-ის ტვიტერი.

შეგახსენებთ, რომ 18 მატჩის შემდეგ, 28 ქულით, „ლივერპული“ პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზეა.

0.111304