ფეხბურთი

15:43 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია "კრემონეზესთან" გრიპის გამო ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის თასის მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს. „ნაპოლის“ განაცხადი „კრემონეზესთან“ შეხვედრისთვის ცნობილია, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი არ არის.

"ნაპოლის" ვებგევრდის ცნობით, ხვიჩას გრიპი აღენიშნება, რის გამოც ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ კვარას დასვენების საშუალება მისცეს, რათა უფრო მნიშვნელოვანი მომდევნო მატჩებისთვის მან ძალები სრულად აღიდგინოს. ქართველმა ფეხბურთელმა გაციების გამო ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა.

მოგეხსენებათ, „კრემონეზეს“ განაცხადში არაა ლუკა ლოჩოშვილი, ასე რომ ეს თამაში ქართველი ფეხბურთელების გარეშე ჩაივლის.

„ნაპოლისა“ და „კრემონეზეს“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114099