ფეხბურთი

13:16 | 17.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი: „ოსიმენი ჰოლანდზე უკეთესია“

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიკტორ ოსიმენი „მანჩესტერ სიტის’“ ფორვარდზე, ერლინგ ჰოლანდზე უკეთესია.

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ოსიმენი ჰოლანდზე მაღალი დონის ფეხბურთელია. ძნელი სათქმელია, ვინ რამდენს გაიტანს მიმდინარე სეზონში. განსხვავებული ჩემპიონატებია. „სიტიში“ ალბათ უფრო იოლია გატანა, ვიდრე „ნაპოლიში,“ მაგრამ ჯამში ინგლისის პრემიერლიგაში მეტად რთულია თავის გამოჩენა ვიდრე იტალიურ სერია A-ში.

რატომღაც მგონია, რომ ნორვეგიელი დიდ ხანს ვერ დარჩება ჰიპერგამტან ფორვარდად, ოსიმენი კი ხანგრძლივად იქნება სტაბილური. ჩემი აზრით, გარკვეული საფეხბურთო უნარებით ოსიმენი სჯობს ჰოლანდს.“ - ციტირებს სლუცკის სიტყვებს championat.com.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11339