ფეხბურთი

10:08 | 17.01.2023 | ნანახია 2743 - ჯერ

ტარასოვი: „ხვიჩას „ლოკომოტივიდან“ წასვლა კლუბის ხელმძღვანელობის ბრალია“

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დმიტრი ტარასოვმა ჟურნალისტებს 2019 წელს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის შესახებ ესაუბრა.

„ის, რომ ხვიჩა გაუშვეს, კლუბის პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორის ბრალია. ის იური სიომინმა მოიყვანა გუნდში. მაგრამ მათ ეტყობა ვერ დაინახეს ქართველში პოტენციალი.

თუმცა ის უნიჭიერესია. მახსოვს მისი პირველი ვარჯიშები „ლოკომოტივში.“ თავიდანვე ჩანდა, რომ ტექნიკური და გონიერი ყმაწვილი იყო. ცოტა დახმარება სჭირდებოდა რათა ეზოს ფეხბურთი არ ეთამაშა. თავიდან სწორედ ასე ირჯებოდა, როცა ათ კაცს მიყოლებით ატყუებდა. ცხადია, გუნდური თამაში უნდა ესწავლა.

ვერ დააფასეს და „რუბინში“ წავიდა. ახლა კი ყველა ვხედავთ ვინ არის ხვიჩა. წარმატებებს ვუსურვებ. სოციალურ ქსელში ხშირად ვწერ და გამარჯვებებს ვულოცავ ხოლმე.“ - ციტირებს ტარასოვის სიტყვებს Metaratings.

იტალიური სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:43 | 17.01.2023
Zazae890 (102)

ოლგა ბუზოვა ერთი მე არ მო.....ავს თვარა, მთელ თათარმონღოლეთს გად.....ლი ყავს.

11:40 | 17.01.2023
mismine (1900)

ვერც კი ვხვდები ვის აინტერესებს საქართველოში ტარასოვის აზრი ან რა ღირებულება აქვს. ზოგადად რით ვერ შვეშვით ამ რუსეთს და რუსეთში მოღვაწე ვიღაც ადამიანების მოსაზღებებს. რაღა დროს ლოკომოტივია, მაგის მერე ხვიჩა რუბინში იყო

17:13 | 17.01.2023
KoRBeN DaLLaS (24842)

როგორ თუ ვის აინტერესებს ?
ოლგა ბუზოვას ოფიციალური იობარი იყო რამდენიმე წლის მანძილზე, ბოლოსდაბოლოს ))))

0.153835