„ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტისთან კონტრაქტი გახანგრძლივებას აპირებს. ტოსკანელ სპეციალისტს ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი მუშაობით კმაყოფილია.
ნეაპოლელებს სურთ, რომ სპალეტისთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივონ და ხელფასიც გაუზარდონ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
„ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში ბრწყინავს და სერია A-ს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალშია გასული, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021 წლიდან ავარჯიშებს. მანამდე ის „ინტერში“, „რომაში“, „ზენიტში“, „უდინეზეში“, „ანკონაში“, „ვენეციასა“ და „სამპდორიაში“ უმუშავია.