კოსტა რიკის ნაკრების კაპიტანი კეილორ ნავასი შესაძლოა „ალ-ნასრში“ გადავიდეს. როგორც ცნობილი გახდა, საუდის არაბეთის კლუბსა და 36 წლის კარის დარაჯს პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
„ალ-ნასრი“ დავიდ ოსპინას სერიოზული ტრავმის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე თვე გაუცდება, ახალ მეკარეს ეძებს და ნავასის ვარიანტიც ამიტომ განიხილება.
კეილორ „პარი სენ ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკელს კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშის გამოცდილება აქვს, რამაც შეიძლება ტრანსფერში გარკვეული როლი ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ კეილორ ნავასი პსჟ-მდე „საპრისას“, „ალბასეტეს“, „ლევანტეს“ და „რეალის“ ღირსებას იცავდა.