ფეხბურთი

18:17 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport-ი "იუვენტუსში" კვარაცხელიას ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებზე წერს

ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსში“ ჩაშლილი ტრანსფერის დეტალებზე წერს.

გუშინ, „რუბინის“ ტიკ ტოკში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ „იუვემ“ კვარას შეძენას 20 მილიონ ევროდ უარი თქვა. ტურინელთა უარი კი მას შემდეგ, რაც ხვიჩამ „ბებერი ქალბატონის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, უფრო აქტუალური გახდა. ავტორიტეტული გამოცემა კი ამ ამბავს გამოეხმაურა და წერს, რომ 2021 წელს „იუვეს“ კვარაცხელია პრაქტიკულად გაფორმებული ჰყავდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ჩაიშალა.

„კვარაცხელია ნამდვილად ძალიან ახლოს იყო „იუვენტუსთან“. ტრანსფერის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ მაურიციო სარის მუშაობის დროს გაჩნდა. მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ, რომელიც ამჟამად „ტოტენჰემში“ მუშაობს, შეამჩნია კვარას ნიჭი და იწყებს მოლაპარაკებებს. პირველი მცდელობა იყო ის ანდრეა პირლოსთვის შეეძინა ფედერიკო კიეზასთან ერთად, მერე კი 2021 წლის გაზაფხულზე, როცა არსებობდა „ბაიერნსა“ და ინგლისურ კლუბებთან კონკურენციის მოლოდინი. ქართველი ტურინში ჩავიდა და „ბიანკონერის“ სპორტული ინფრასტრუქტურაც მოინახულა, როგორც ერლინგ ჰოლანდმა 2018 წელს. მასთან ერთად იყო ფედერიკო კერუბინიც.

რატომ არ მოაწერა კონტრაქტს ხელი? საქმე მარტო სატრანსფერო ფასში არ არის. 2021 წლის გაზაფხულზე „იუვენტუსის“ მენეჯმენტში რევოლუცია მოხდა, პარატიჩიმ გუნდი დატოვა, რის შედეგადაც პრიორიტეტები და სტრატეგიები შეიცვალა, მათ შორის კვარაცხელიაზე გეგმაც. ქართველი ყაზანის „რუბინში“ დარჩა, შემდეგ უკრაინაში დაწყებული ომით მისი ფასი დაეცა, რითაც კრისტიანო ჯუნტოლიმ ისარგებლა და აღმოსავლეთიდან ნამდვილი ტალანტის ნეაპოლში 10 მილიონ ევროდ გადაბირება უზრუნველყო“, - წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.114889