ფეხბურთი

16:44 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

2023 წლის საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს

16 იანვარს, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სუპერთასის ახალი ფორმატიც დაადგინეს.



2023 წელს, გათამაშებაში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - მოქმედი ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. ახალი ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის ტორპედო დინამო ბათუმს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 2023 წლის სუპერთასი ზაფხულში, ევროტურნირების მზადების ფარგლებში საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე გაიმართება.

„წელს სუპერთასის ფორმატი განსხვავებული იქნება. ოთხივე გუნდი, რომელიც ამ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, ევროტურნირებზე იასპარეზებს და მათთვის ძალიან კარგი იქნება ამ შეხვედრების ჩატარება ევროტურნირების დაწყებამდე" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

GFF.GE

0.122281