ფეხბურთი

13:50 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფ გალტიე: "გაფანტულები ვართ, ამიტომ ჩვენი ტემპი უნდა ვიპოვოთ“

საფრანგეთის ჩემპიონატში „რენთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, კრისტოფ გალტიემ კომენტარი გააკეთა და საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა:



„ჩვენი ფორმა უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი თამაში ვიპოვოთ. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. ბურთს ვფლობდით, თუმცა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა არ გამოგვდიოდა. „რენი“ ძალიან დიდი ძალებით იცავდა თავს. არ ვღელავ, თუმცა გამოფხიზლება გვმართებს. მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. უკვე 8 კვირაა ძალიან გაფანტულები ვართ, ამიტომ ჩვენი ტემპი უნდა ვიპოვოთ და თანმიმდევრულობა შევინარჩუნოთ. ცხრილში სიტუაცია ძალიან მჭიდროდაა, თუმცა მე მიჩვეული არ ვარ სატურნირო ცხრილის ყურებას. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს“ - განაცხადა გალტიემ.

საფრანგეთის ლიგა 1-ის განახლების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენმა“ ბოლო 3 მატჩიდან 2 წააგო. გუშინ, კრისტოფ გალტიეს გუნდი „რენთან“ 0:1 დამარცხდა, თანაც ისე, რომ 80 წუთამდე კარში არ დაურტყამს.

19 ტურის შემდეგ, პარიზულ გუნდს 47 ქულა აქვს, თუმცა უახლოესი მდევარი „ლენსი“ კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

0.120115