ფეხბურთი

13:21 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ენოკ მვეპუ სამშობლოში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ბრაიტონის“ ყოფილი ზამბიელი ფეხბურთელი, ენოკ მვეპუ სამშობლოში ყოფნისას შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა სახის სამედიცინო ტესტები ჩაუტარდა.



„ბრაიტონის“ ოფიციალური განცხადებით, მვეპუმ თავი შეუძლოდ იგრძნო, მათი სამედიცინო შტაბი კი მზადყოფნაშია, რომ ყოფილ ფეხბურთელს ყველანაირი დახმარება გაუწიოს, რაც დასჭირდება.

24 წლის ფეხბურთელს საფეხბურთო კარიერის მიტოვება გასულ წელს მოუხდა, რადგან სიცოცხლისთვის საშიში გულის დაავადება აღმოაჩნდა. ზამბიელი ფეხბურთელი ოქტომბერში გუნდის თვითმფრინავში ცუდად გახდა, რის გამოც მალის საავადმყოფოში მოუწია დროის გატარება, ხოლო როდესაც გუნდში დაბრუნდა, მისი გულის პრობლემებიც გამოააშკარავდა.

„კომპიუტერად“ წოდებულმა ფეხბურთელმა „ბრაიტონის“ შემადგენლობაში 2021/22 წლებში 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ზამბიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 23 შეხვედრაში გატანილი 6 გოლია.

თეგებიენოკ მვეპუ
0.130255