რაგბი

12:55 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედი ჯონსი „უოლაბების“ მწვრთნელად დაბრუნდა

ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ინგლისის ნაკრებიდან გაათავისუფლეს, ავსტრალიაში ბრუნდება და „უოლაბებს“ ზედიზედ 2 მსოფლიო თასზე უხელმძღვანელებს.



ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დეივ რენი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი კონტრაქტი ედი ჯონსს გაუფორმეს, რომელიც ეროვნულ გუნდს 2023 და 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე უხელმძღვანელებს.

ავსტრალიელ სპეციალისტს აღნიშნული თანამდებობა 2001-2005 წლებშიც ეკავა. ამ პერიოდში მისი ავსტრალია 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალში გავიდა.

„უოლაბების“ გუნდი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეებისგან შედგება. თუ ყველა ჯანმრთელად და კარგ ფორმაში გვეყოლება, დარწმუნებული ვარ საფრანგეთში 24-წლიან მშრალ სერიას დავასრულებთ. ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდები და საქმეს შევუდგები“ - განაცხადა ედი ჯონსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115391