ფეხბურთი

11:06 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “რეალ მადრიდი ყოველთვის დაბრუნდება“

ესპანეთის სუპერთასზე „ელ კლასიკოში“ წაგებული მატჩის შემდეგ, „რეალ მადრიდის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა:



„ეს მარცხი გუნდისთვის რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო, რადგან ისინი ჩვეულებრივ, ფინალების მოგებას არიან მიჩვეულნი, თუმცა ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ უფრო განვვითარდეთ. „რეალ მადრიდი“ ყოველთვის დაბრუნდება. ეს არ არის კრიტიკული მომენტი, თუმცა რთული სიტუაციაა, სწორედ ამიტომაც, ეს მდგომარეობა რაც შეიძლება მალე უნდა გამოვასწოროთ.“

„გუნდი არც ისე ინტენსიური იყო, რამაც წარუმატებლობაც განაპირობა. პირველ ტაიმში 25-ჯერ დავკარგეთ ბურთი, ორთაბრძოლებში კი ბევრჯერ დავმარცხდით. ყველა ასპექტის მიხედვით, ეს არასრული მატჩი იყო.“

„როდესაც სამ გოლს გაუშვებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დაცვით ასპექტებში თამაში გაქვს გასაუმჯობესებელი. მოთამაშეებმა შეცდომები უნდა გააანალიზონ. ამ შეცდომების დაშვებამდე გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.“

„ამ მომენტში გუნდი არც ისე კარგ ფორმაშია, თუმცა ძალები უნდა მოვიკრიბოთ. ამ გუნდს შესწევს დაბრუნების ძალა და ყველა ტურნირზე კონკურენტუნარიანად გამოსვლა. ჯერ კიდევ ბევრი ფინალია წინ და ჩვენ ყველაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„თავი მაღლა უნდა ავწიოთ და იმაზე ვიფიქროთ, რას გავაკეთებთ. ისევ კონკურენტუნარიანი და ძლიერები ვიქნებით მაგრამ დაცვითი ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ, რაც ამ დროისთვის ყველაზე დიდ პრობლემას გვიქმნის“ - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ „რეალ მადრიდი“ გავის, ლევანდოვსკის და პედრის გოლებით 3:1 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147673