დღეს გამთენიისას NBA-ში „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ფილადელფია სიქსერსის“ მატჩი გაიმართა, რომელშიც ლებრონ ჯეიმსმა 38 000 ქულიან ნიშნულს უწია და ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა.
დღევანდელი მატჩის შემდეგ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლიგის ყველა დროის საუკეთესო მექულეს, კარიმ აბდულ-ჯაბარს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლებრონმა ზუსტი ორქულიანით 38 000-ე და 38 001-ელი ქულები ჩააგდო, მატჩის ბოლოს კი 38 024 ქულა დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბდულ-ჯაბარის 38 387 ქულიან ნიშნულს მხოლოდ 363 ქულა აშორებს.
დღევანდელ მატჩში „მეფემ“ 35:18 წუთში 35 ქულა, 8 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, თუმცა ეს მეტოქის დასამარცხებლად საკმარისი მაინც არ გამოდგა.
ფილადელფიაში ჯოელ ემბიდის კარგი თამაშის წყალობით, რომელმაც 35 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, „სიქსერსმა“ მეტოქე 113:112 დაამარცხა.
დღევანდელი მატჩის ჩათვლით, ჯეიმსი თამაშში საშუალოდ 29 ქულას აგროვებს. თუ ის ტემპს არ დააგდებს და მსგავს თამაშს განაგრძობს, 38 წლის კალათბურთელი კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდს 14 თამაშში გაასწრებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახალგაზრდა ლებრონი ამ ლეიკერსს პლეიოფს უდევისოდაც ათამაშებდა,ასაკი თავისას შვება მაინც რაც არ უნდა მაგრად თამაშობდეს სიბერეში
თქვენ ხო არ ჩამოკარით მართლა?
არ ვიცი, რა დაწერე ძმაო, მაგრამ ამ საიტის ადმინისტრაცია რომ ანძრევს, ეგ ნაღდია. ისეთებზე ვყავარ დაბლოკილი.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
რა იყო დასაბლოკი
შუაზე იხევა ჯეიმსი მაგრამ წარბას გარეშე სტაბილურად მაინც ვერ იგებს თამაშებს.ათი თამაშიდან 3 თუ მოიგო დევისის გარეშე წარმატებად ითვლება ეგეც,დღეს დილითაც მორიგი წაგება საკრამენტოსთან.ძაან დიდი ძალაა წარბა ელეისთვის და აღარ დაბრუნდა ეგ დედამოხნული
თან ვესტბრუკი-შროდერი და ასე თუ ისე ყავს ვიღაცა ნორმალურები გვერდით,მთლად მარტოც არაა უდევისოდ მაგრამ არ გამოდის მაინც მოგებები წარბას გარეშე.ხოდა რატომ ვამბობ ეხლა ამას,2015-16 სეზონში როცა კობის მე-20 სეზონში(ლებრონისთვისაც მე-20 სეზონია და ასაკითაც თვეებს თუ არ ჩავთვლით ემთხვევიან) ლეიკერსმა ბევრი თამაში წააგო და დაცინოდნენ.ჯერ კობი სადღა იყო მაშინ ისეთ ფორმაში(იმდენი ტრავმა გადაიტანა იტანჯებოდა ტკივილებისგან მაგრამ მაინც თამაშობდა) როგორშიც დღეს ლებრონია და მეორე სად ყავდა კობის მაშინ თუნდაც რასის ან შროდერის დონის დამხმარე წარბას რომ შევეშვად?ამიტომ იმედია ეხლა მაინც გაიგებთ გუნდის,ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის ფასს
ჯორდანმა მაღალტემპიან კალათბურთში ითამაშა პირველ წასვლამდე,ანუ 1984-93 წლებში და მანდ აკეთა სასწაულები.დიდწილად მაგ 9 წლის ნათამაშების გამო არის მაიკლი ყველადროის საუკეთესოდ აღიარებული.1995-98 წლებში მაიკლმა დაბალტემპიან კალათბურთში ითამაშა უკვე და ისეთ სასწაულებსაც ვეღარ აკეთებდა.ტიტულები და მაღალი დონე კი ბატონო მაგ დროშიც დადო და მაგით ბლატაობს დღეს რომ 6 ბეჭედი აქვს მაგრამ თამაშით 1984-93 წლების ჯორდანი ბევრად წინ დგას 1995-98 წლების ჯორდანზე.მაღალტემპიანი კალათბურთი იწვევს მეტ ტრავმას და მეტ დაღლასაც.დღეს რომ 30 წუთს თამაშობს ვინმე ტიპი,მაგით უფრო იღლება ვიდრე 90-იანების ბოლოს 40 წუთის თამაშით იღლებოდნენ.ტრავმის ალბათობაც მეტია როცა ამდენს დარბიან ტიპები,მეტია შანსი რომ ფეხის კუნთზე ან სხეულის სხვა ორგანიზმზე პრობლემა შეექმნათ.ამიტომაც გახშირდა ბოლოდროს ნბა-ში ტრავმები და ლამის აღარ დარჩა გუნდი რომელიც ჯანმრთელი იქნება
*სხეულის სხვა ორგანოზე
პირველ სამმაგზე 110-120 ქულებს აგდებდა ჩიკაგო პორტლენდთან და ფინიქსთან სერიებში,მეორე სამმაგის დროს კი ჩამოვიდა 80-90 ქულებზე იმიტომ რომ დაბერდნენ.დაცვა კი არ მიდიოდა მაგარი,ბებრები იყვნენ და ნელ ტემპში თამაშობდნენ,ესაა სიმართლე
სწრაფი ტემპით მოთამაშე ახალგაზრდული გუნდი კი არ გამოჩნდა მაგ პერიოდში რომელიც 80-90 ქულიან ჩიკაგოს მოუგებდა.არ ვარგოდა ახალგაზრდობა,ანუ დაახლოებით 1990-91-92-93 წლებში დრაფტზე მოსული ხალხი იყვნენ მზეები.იდეაში მაგათ უნდა ეთამაშათ მაღალი ტემპი 97-98 წლებში
97-98 წლებში ისევ 84-85 წლების დრაფტის ხალხს მიყავდა პარადი სიბერეშიც.90-იანების სტარტზე დრაფტზე მზეები მოვიდნენ რის გამოც ისევ ძველები ბლატაობდნენ დაბალი ტემპითაც კი,ესაა სიმართლე
შეადარეთ ჯორდანის პირველი სამმაგის დროს ჩაგდებული ქულები მეორე სამმაგის დროს ჩაგდებულ ქულებს და ნახავთ სხვაობას.პირველ სამმაგზე პრაიმში იყო მაიკლი და მაღალ ტემპში უბერავდა ეგეც და ზოგადად ჩიკაგოც,მეორე სამმაგზე ასაკში იყო ჯორდანი(როდმანზე ლაპარაკიც არაა) და დაბალ ტემპში იგებდა ჩიკაგო თამაშებს.მაღალ ტემპს კი ვერავინ ვერ თავაზობდა იმიტომ რომ ახალგაზრდები არ ვარგოდნენ
კობი-შაკის ლეიკერსმა 90-იანების ბოლოდროინდელი ჩამკვდარი ტემპი გაზარდა და ნამდვილი ცოცხალი კალათბურთი დააბრუნა ნბა-ში.90-იანების ბოლო იყო ბებრების ბლატაობა,ეგ არ იყო მაგარი დაცვის ზეიმი,ეგ იყო იმის მაგალითი რომ სიბერე ჯობდა ახალგაზრდობას(იმდენად მზეები იყვნენ იმდროინდელი ახალგაზრდები შაკის ჩათვლით) და ბებრებს სწრაფად თამაში არ შეეძლოთ
ერთ კაცზე თუ დავიყვანთ და ეგრეც უნდა ვქნათ იმიტომ რომ შაკი არაფერი ტემპის მაკონტრებელი არ იყო,90-იანების ბოლოს ნბა-ს ჩამკვდარი ტემპი გამოაცოცხლა კობი ბრაიანტმა 21-ე საუკუნის სტარტზე
2004 წლის ლეიკერსის ტემპი და შედეგიანობაც ბებერი პეიტონი-მელოუნის დამატებამ დააგდო,ნუ აღარც შაკი იყო პრაიმში.მაგრამ კლასი ისეთი ქონდათ რომ მაინც მოიგეს დასავლეთი დაბალ ტემპშიც კი და შესაბამისად ცოტა ქულებითაც იგივე 2001 წელთან შედარებით.ქულების რაოდენობას ყოველთვის ტემპი განსაზღვრავს.რა ტემპიც მიდის კონკრეტულ სეზონში(ეგრედწოდებულ "მოდაში" რა ტემპიციაა ამა თუ იმ სეზონში),დაახლოებით იმდენ ქულას აგდებს ყველა გუნდი
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=X2vRGfaCTds')>0?'https://www.youtube.com/watch?v=X2vRGfaCTds':'https://www.youtube.com/watch?v=X2vRGfaCTds'))
ასეთ ტემპში ვერ თამაშობდნენ 90-იანების ბოლოს ახალგაზრდები(უკლასობის გამო),ამიტომ ჯორდანის ბებერი თაობა თამაშობდა ფინალებს,ოღონდ ნელი ტემპით
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=mDXE1x_EShs')>0?'https://www.youtube.com/watch?v=mDXE1x_EShs':'https://www.youtube.com/watch?v=mDXE1x_EShs'))
ზუსტად ამ ტემპს გაუძლებდა ბიჭო 97-98 წლების ბებერი ჯაზი)))
30-40 ქულით გახიეს სპერსი და 110 ქულაზე ნაკლები არ ჩაუგდიათ.იუტა რას იზამდა მაგათთან)))მაღალ შედეგიანობას განსაღვრავს მაღალი ტემპი,მაღალ ტემპს განსაზღვრავს მაღალი დონის ახალგაზრდა მოთამაშეები
2001 წლის ლეიკერსი ზუსტად სტოკტონი-მელოუნის იუტას გაუშვებდა ფინალში ბიჭოს)))4-0 სვიპი ექნებოდათ დუქანზე დაკერებული ჯაზელებს)))ტემპმა მოიმატა ისევ მაგ დროს,იმიტომ რომ კობი წამოვიდა მაგარი ახალგაზრდა და შაკიც აიყოლია კობის ტემპმა
90-იანების მეორე ნაწილში ჯორდანს და მის თაობას მაგდენი სირბილი აღარ შეეძლოთ,ამიტომ მაქსიმალურად წელავდნენ 24 წამს შესატევად,რაც იწვევდა დაბალ ტემპს და ნაკლებ შედეგიანობასაც.მაშინდელი ახალგაზრდები(ან პრაიმში რომ უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ტიპები) კი არ ვარგოდნენ,არ იყვნენ ისეთი დონის რომ სწრაფად ეთამაშად და ჯორდანის თაობისთვის მოეგოთ.ამიტომ ეგენიც დაბალ ტემპზე იყვნენ გადასულები და ჯორდანის თაობის ტეპმს მიყვებოდნენ ახალგაზრდა პრაიმში მყოფი ქინძებიც.მაგ დროს რომ მაგარი ახალგაზრდობა ყოფილიყო 34-35 წლის სტოკტონის და მელოუნის იუტას ვინ გაუშვებდა ფინალში.ნუ ჩიკაგოს შევეშვად.24 წამს როცა აძლევ გუნდს თავის დასაცავად ის ბუნებრივია უფრო კარგად იცავს თავს,ხოლო როცა სწრაფად უტევ ის ირევა უკვე.მაგარი დაცვა კი არ მიდიოდა 90-იანების ბოლოს,მაგარი კალათბურთელები იყვნენ დაბერებული,ახალგაზრდები კი არ ვარგოდნენ,რის გამოც დაეცა ტემპი და დავარდა შედეგიანობაც.ესაა სიმართლე.დღეს ლებრონმა რომ არ ითამაშოს მაღალ ტემპში და დაიწყოს 24 წამის ბოლომდე წელვა გამოვა სიტყვაზე იგივე მემფისი და გადახსნის შუაზე რომ აღარაფერი ვთქვა ბოსტონზე და ასე შემდეგ სხვა ახალგაზრდულ და უფრო ძლიერ გუნდებზე
ელბიჯეი ძაან დიდია აღარ უნდა მაგას ბევრი ბაზარი.რაც არ უნდა მოიგოს ან წააგოს აღარ აქვს აზრი.ხოდა ახლა წარმოიდგინეთ ის რა იყო ამაზე დიდად რომ მიიჩნევა მაინც)))ისე კი რაც შეეხება მიშვებულ კალათბურთს მოდი მე აგიხსნით ეხლა რა ხდება სინამდვილეში.დღეს ტემპია მაღალი და მაგის გამო ვარდება ამდენი ქულა და მაგიტომ შიშვლდება დაცვაც სამიანებს რომც შევეშვად.თუნდაც 90-იანების სტარტი აიღეთ,მაშინაც საკმაოდ ბევრი ქულა ვარდებოდა(მიუხედავად იმისა რომ ამდენ სამიანს არ ისროდნენ) იმიტომ რომ ტემპი იყო მაშინაც მაღალი.იგივე 90-იანების მეორე ნაწილში კი იკლო შედეგიანობამ რაც ტემპის დაგდებამ გამოიწვია.ტემპს განსაზღვრავს ახალგაზრდობა.90-იანების სტარტზე მაიკლი და ზოგდად მისი თაობა ახალგაზრდები იყვნენ,ამიტომ ტემპიც მაღალი იყო და ქულებიც ბევრი ვარდებოდა.90-იანების მეორე ნაწილში კი მაიკლი და მისი თაობა დაბერდა და ტემპიც დავარდა,შესაბამისად იკლო შედეგიანობამაც.ახალმა თაობამ კი(რომელთაც იდეაში უნდა გაეგრძელებინათ მაღალ ტემპიანი თაობაში) ვერ გაუწია წინააღმდეგობა მაიკლის თაობას და ამიტომ გადავიდა დაბალ ტემპზე მთელი ნბა მაგ პერიოდში და გახდა ნაკლებ შედეგიანიც.როცა ტემპი დაბალია,დაცვაც მარტივდება.როცა ტემპი მაღალია დაცვაც რთულდება.ლებრონი ამ ასაკშიც კი მაღალ ტემპში თამაშობს
რა ვიცი, როცა გამთამაშებლობას კისრულობს, აშკარად აგდებს ხოლმე ტემპს.
ცოტა ამოსუნთქვას აკეთებს ხოლმე რაც ბუნებრივიცაა,არ შეუძლია 40 წუთი წარამარა სირბილი ამ ხნის კაცს)))აბა სივრცე მიეცი მაშინ თუ აგდებს ტემპს?მიქრის და მიაქვს ყველაფერი)))
ნუთუ ისე წავა კალათბურთიდან რომ კიდევ ერთი ჩემპიონობით ვერ გაგვახარებს ?
სულ "სხვაგანაა" ეს ოხერი, ძალიან დიდია.
ამ დილით რა იკადრა საერთოდ! ლეიკერსი რო ამდენს არ აგებდეს ეხლაც მვპ სეზონი აქვს ჯიგარს
გოლდენი რა მაგრად ყომარობს 15 წულით წააგო პირველი პერიოდი მეორეში 42 ჩაუგდო და ბოლოს მაინც წააგო ესენი ისე ტეხავენ თამაშებს არაა გამორიცხული პლეოფის გარეშე დარჩნენ რაც დიდი დანაკლისი იქნება ნბა-სთვის. ისე ამ სეზონში პული და ვიგინსი ძაან არა სტაბილურები არიან განსაკუთრებით ვიგინსი პულს მაინც აქვს გამონათბებეი ჰქონდა 40 ქულიანი თამაშები. კლეიმ 3-იანები გამოასწორა შარშანდელთან შედარებით ნუ არ ეშლებოდა ეგ კლეის მარა ტრავის მერე მიზანს ვერ ასწორებდა. გოგოზე არაფერი ისმის ისევ ? დაიწერა ინიდაიანა გაცვლას აპირებს როგორც კი ამის შანსი მიეცემაო და რამდენად რელაური გონიათ ან სად შეიძლება რომ წავიდეს?
მარადონა რომ გამოვიდა გერმანიასთან 2010-ში 5 ფორვარდით(მანამდე მექსიკასთანაც) ისეა ეს პელიკანსიც)))ერთი მასკერანო იყო ცენტრში,დანარჩენი შემტევები მესი მაქსი დიმარია ტევესი იგუაინი)))
ბიჭო მართლა რა შანსი გაუშვაო ცხონებულა ხელიდან ცოტა აზრზე რომ ყოფილიყო მწვრთნელობის.რა სახელებია შეხედეთ უბრალოდ ტო,მესი დიმარია ტევესი იგუაინი და მაქსი როდრიგესი.მასეთი შეტევა 2010-ის მუნდიალზე არავის არ ყავდა.ერთი შემტევი(იგუაინი) უნდა მოეკლო და ეთამაშებინა კამბიასო,მარჯვენა მცველი ძანეტი.მეტი პროფესორობა არ ჭირდებოდა მაგ გუნდს.მასკერანო-კამბიასო საყრდენები,ფლანგებზე დიმარია-მაქსი,ტევესი წინ და მესი სუფთა ათიანზე სრული თავისუფლებით მინდორზე
4 როგორი შემტევით კიდევ იქნებოდა მინდორზე.ეჰ 2010 წაგვაგებინა დიეგომ)))მესის უწევდა კამბიასოს(მასკერანოს გვერდით დგომა) ფუნქციების შესრულება)))
სერიოზული ბიჭი მოდის არანაკლები პოტენციალით ვიდრე ზაიონიცმოდიოდა და იმედია გაალამზებს კალათბურთს, ჯერჯერობით მაგრად ყვირის მაგრამ ასოციაცია მაინც სხვაა და ვნახოთ მანდ როგორ მოვა
ნუ კარგი სიჯეის არ შეეხონ და დატოვონ სიჯეი ბიაი ზაიონის შემტევი ტრიო მაგრამ ვალანჩუნასი ყველა ვარიანტში გასაშვებია დამცველ ცენტრში.ანუ ჯონსი და დამცველი ცენტრი უნდა ყავდეს მაგ სამეულს გვერდით თუ უნდათ გუნდს რომ დაემგვანონ
ორი კაცი მაინც უნდა იცავდეს მაგ სამეულს რად უნდა ეხლა მაგდენი ლაპარაკი მაგას
ჯრუ სიჯეი ინგრამი ზაიონი ვალაჩუნასი.კი დაცვა არაა ისეთი როგორიც საჭიროა მაგრამ მაინც მაგარი ხუთეულია,შეტევაში მაგათ გაძლებას მეხუმრები?)))თან ჯრუ დაცვასაც საგრძნობლად გამოასწორებს.ანუ ჰოლიდეი სიამოვნებით დაბრუნდებოდა ასეთ გუნდში
ვემბანიამაზეა ატეხილი ერთი ამბავი,ყველას მაგის აყვანა უნდა 2023-ის დრაფტზე და ღირს ვითომ მაგდენი ეგ ბიჭი?
ამ პელიკანს რო დაუმატო 19ის კავაი ჩემპიონს გახდისა, ლიდერიც აკლია და ჩემპიონი მენტალიტეტის მქონე იგროკი
ამ პელიკანსს კავაი კი არა ჯრუ ჰოლიდეი გახდის ჩემპიონს)))
ვერაა ჯრუ ცერასდროს ვერ იქნება გუნდოს ლიდერი
ისედაც დღეს სიჯეი მაინც მიიჩნევა დეჟანტეზე უკეთეს იგროკად და არის კიდეც ალბათ უკეთესი მოთამაშე,უბრალოდ პელიკანსს დეჟანტე უფრო ჭირდება ვიდრე მაკკალუმი და ატლანტაშიც კარგ დუეტს შექმნის ტრეისთან სიჯეი.გუნდში ერთად ინგრამი სიჯეი ზაიონი,ანუ ამდენი ჰენდლერი და პლუს შემტევი ცენტრი სუსტი დაცვით ვალანჩუნასის სახით ნაღდად ზედმეტია
ანუ იმის თქმა მინდა რომ პელიკანსმა რომ შეთავაზოს დეჟანტე-სიჯეის ტრეიდი ატლანტას არ მგონია უარი რომ მიიღოს.კი ტრეი-სიჯეის უკანა ხაზი სუსტი იქნება დაცვაში მაგრამ ატლანტა მაინც არაფრის მომგებია და შემტევ თამაშს მაინც ითამაშებენ)))დაცვაზეც სხვა პოზიციებს მიხედონ,უკანა ხაზის დაცვას ტრეის სისუსტის ფონზე მაინც ვერ გამოასწორებენ ეგენი.იგივე დეჟანტემ ვერ გამოასწორა ფაქტია,ვერ შეთამაშდა ეგ დუეტი
ხურდაშიც დაუმატებს ვინმეს ატლანტა კიდევ,მარტო ხელფასის სხვაობის გამოც)))
მაგ გუნდს მწნტალიტეტი სჭირდება, მაგისთვის კიდე მწვრთნელი
+++
გობერის ტრეიდი არარეალურია და იგივე პოლტლიც მაგრად დახატავდა პელიკანს ) მე ფონთ გარდის საჭიროებას უფრო ვხედა მაგ გუნდში
დეჟანტე მაინდამაინც კარგად ვერ შეეწყო ატლანტას და სიჯეიში გაცვლიან კი არა შეიძლება ტრეიც გამოაყოლონ)))
ორლანდოს რაც შეეხევა ტუნისელო)) ბანჩერო თუ ბანკერო რუქი სეზონით კეიდი და ლებრინზე უკეთესი სტატისტიკითაა მაგ ბიჭს მოფრთხილება უნდა
Კიბატონო )) დიდი ნიჭია მაგ იტალიელში და ზოგადად გუნდშია დიდი ნიჭი
დიდია დიდი მეფეთწოდებული, 38000 ქულა რამდენი სასწაული ჩატენნვა შესვლა, სროლა, პასი დაცვაში არ ვარგა არ ვარგაო მაგრამ მაგის ცხოვრების მომენტი მაინც ის ბლოკიაა!!!
გობერი დიდად არ მევასება მაგრამ ვალანჩუნასში ნაღდად გავცვლიდი.სიჯეისაც გავცვლიდი სიტყვაზე დეჟანტეში.ანუ დეჟანტე ჯონსი ინგრამი ზაიონი გობერის ხუთეული უფრო კარგი იქნებოდა ვიდრე სიჯეი ჯონსი ინგრამი ზაიონი ვალანჩუნასი არიან
Ვერ შეიკვრება ეგ ხუთეული თორე ჯამრთელი ეგ ხუთეული დღეს ბოსტონსაც აჯობებდა
ერთი რაც ცხადია ვალანჩუნასი ყველა ვარიანტში გასაცვლელია კარგ ათლეტ-დამცველ-მომხსნელ ცენტრში.სიჯეი-ინგრამზეც მოსაფიქრებელია რაღაც და კარგი დამცველი ფოინთგარდიც საჭიროა.იგივე მაკკალუმის კარგ დამცველ ფოინთგარდში გაცვლა ცუდი იდეა არ იქნება
++
ნუ ლეიკერსს შევეშვად და(მაინც ვქომაგობ მინდა თუ არ მინდა ბევრი ფაქტორის გამო) ჩემთვის ყველაზე საინტერესო გუნდი დღეს არის პელიკანსი.დიდი ნიჭია მაგ გუნდში რომელსაც სწორად გამოყენება ჭირდება და ასევე ბუნებრივია ჯანმრთელობაც ჭირდებათ იგროკების.ვერანაირი საკრამენტო მინოსეტა პორტლენდი დალასი და მემფისიც კი ვერ მივლენ პელიკანსთან ნიჭით
ცოტა ტრეიდებიც გასაკეთებელია პელიკანსში დაცვის დასასტაბილურებლად და ზოგადად როლებიც რომ გადაინაწილონ ხალხმა.სისტემა არაა შექმნილი და ზედმეტად ბევრი შემტევი-ჰენდლერია,დამცველი კი ნაკლები
ჯეიმსმა ამ სეზონის გარდა კიდევ 5 ან თუნდაც 7 წელი უნდა ვითამაშოო და ეგ მგონი 50 ათასსაც უმიზნებს)))
ამ სეზონის გარდა 2 წელს რომ კიდევ თავისუფლად ითამაშებს სალაპარაკოც არაა.40 წლის ჯეიმსი დონე იქნება კიდევ,აი მერე აღარ ვიცი)))
Საკრამენტოს ბენჩი არ უვარგა ) მონკი ყავს და ისიც აშკარად რეგრესირებს წინა სეზონთან შედარებით ) ჰოლმსი , რომელსაც მართლა კარგი სეზონი ქონდა წინა სეზონში , ეხლა საერთოდ წუთებს ვერ იღებს და მენეჯმენტმა არასწორად იმუშავა რომ არ დაატრეიდეს როცა აშკარად რაღაც ფასი ქონდა )) მოკლედ ისევ არაწორედ მუშაობს მათი მენეჯმეტი ( წინა წლებში საერთოდ კატასტროფა იყო ) მაგრამ ერთი ძაან სწორი სვლა გააკეთეს და ჰუერტერი დაიმატეს რომელსაც მაგარი სეზონი აქვს და იდეალური 3&D ტიპია )) ველოდები დედლაინამდე მაგათგან რამე საინტერესო სვლას და ვნახოთ რა იქნება ჯერ ამართლებენ ჩემს პროგნოზს ))
Პ.ს ძაან მომწონს საბონისი ამ სეზონში და ინდიანაში შეიძლება უკეთესი სტატიც ქონდა , მაგრამ მაშინ გუნდი საბონისზე მუშაობდა დღეს საკრამენტში დომანტასი მუშაობს გუნდზე
საკრამენტოს სასტარტო ხუთეული მშვენიერი ყავს,ცოტა სკამზე უჭირთ და მაგ პრობლემასაც თუ მოაგვარებენ პლეიოფშიც ბევრს გაამწარებენ
გოლდენს არ შველის არაფერი,დაბრუნდა ხალხი მაგრამ მაინც ბევრს აგებენ.ეხლა ვაშინგტონთან აქვთ გასვლა და მერე ბოსტონ-კლივლენდთან რაც სახარბიელო კალენდარი ნაღდად არაა
ის ცხოველი როდის დაბრუნდება მაგას ვუცდი და იმედია აღარ გაიტრავმება.ასევე იმედია გაძვრებიან წელს პლეიოფში სადაც ყველა ჯანზე იქნება და მერე ვნახოთ რა იქნება)))
Წაიკითხე სხვა სტატიაზე ჩემი კომნტარი ბაბუ ?? მოკლედ მომდევნო სეზონში მაჩანჩალა ორლანდო შემყავს ფლეიოფში )) უბრალოდ რა ნიჭია ამ გუნდში )) სწორი სვლებით ესენი ჩემპიონებიც გახდებიან რამდენიმე წელში
წავიკითხე ჯიგარო მაგრამ მომდევნო სეზონზე არ ვფიქრობ ჯერ,მანამდე ეს სეზონია გადასაგორებელი)))
Მე უკვე დავდე პროგნოზი ) წელს საკრამენტო შევა
+++
და ასეთმა იგროკმა რეგულარულის მვპ ბოლოს 2013-ში მოიგო 10 წლის წინ რაც არის სრული მზეობა.ბეჭდებიც ცოტა აქვს მისი დონიდან გამომდინარე.ასეთი იგროკი 20 წლიან კარიერაში 6-6-6-ს მაინც იმსახურებდა ბეჭედსაც,რეგულარულის მვპ-ისაც და ფინალების მვპ-ისაც ნაცვლად 4-4-4-ისა და არც 10 წლის წინ არ უნდა ქონდეს მოგებული ბოლო რეგულარულის მვპ.ამან რა კალათბურთიც ითამაშა 20 წლის მანძილზე მინიმუმ იმსახურებდა 6-6-6-ს.არავის არ უთამაშია ასეთი კალათბურთი 20 წლის მანძილზე.29 8 7 საშუალო 38 წლის ასაკში,მეკაიფებითო მართლა მაგის დედა ვატირე?ტიპი სასწაული იგროკია
38 წლის კაცო რა სპინებს აკეთებს,რა შესვლებს,რა პასებს და რა დანქებს,არარეალური იგროკია ტიპი.როგორი მზე კალათბურთიც არ უნდა იყოს დაცვითი კუთხით,რასაც ეს კაცი ამ ასაკში აკეთებს მაინც დასაფასებელია.ეს რომ 38-ის ნაცვლად 28 წლის იყოს დღეს აი მაშინ რა იქნებოდა წარმოგიდგენიათ?ასაკს დაეწია K ქულების რაოდენობით.38 წლის ასაკში 38K ქულა.1400-ე თამაშს ითამაშებს ხვალ დილით ჰიუსტონთან.რა ვიცი თუ არ დაიზარა ბექთუბექის თამაში მაშინ ჰიუსტონთან მოუწევს 1400-ე.ეს სეზონი სრულად რომ ითამაშოს 39K-ზე ასვლაც შეუძლია,ჯაბარის რეკორდის მოხსნაზე საუბარიც აღარაა,მაგ რეკორდს მალე წააძრობს თავს.შეიძლება ოლსტარამდეც კი გახდეს ყველადროის საუკეთესო მექულე და ოლსტარი რეკორდსმენის რანგში ითამაშოს.მომდევნო სეზონში 40K-ზე ავა.ტიპი მოვლენაა,მოგწონს მისი თამაშის სტილი თუ არ მოგწონს რეალობა ეგაა.ახალგაზრდები დებენ ამის დონეს დღეს?1-2-ის გარდა ვერცერთი ვერ დებს.ასე რომ მარტო მიშვებულ კალათბურთსაც ნუ დავაბრალებთ მის ასეთ თამაშს.მართლა მეფეა ეს ჩემისა