ფეხბურთი

10:04 | 16.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “იმედი მაქვს, რომ ეს პირველი ტიტულია ბევრიდან“

ესპანეთის სუპერთასზე „ელ კლასიკოში“ მოგებული მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ კომენტარი გააკეთა:



„პირველ რიგში, ბედნიერი ჩემი ფეხბურთელების გამო ვარ. მათ ბევრი კრიტიკა მიიღეს, ხშირად ძალიან უსამართლოდაც, თუმცა დღეს გათავისუფლდნენ. ეს ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერაა და ახლა ბევრად უფრო მშვიდი გონებით შევძლებთ მუშაობას.“

„ეს ტიტული გულშემატკივრებისთვისაც მნიშვნელოვანია. კლუბმა ბოლო წლებში ყვეაფერი ნახა: ფინანსური პრობლემები, მესი წასვლა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო. იმედი მაქვს, რომ ეს პირველი ტიტულია ბევრიდან.“

„რა თქმა უნდა მიხარია, რომ მოვიგეთ. ყველაფერი, რაც დავგეგმეთ, გამოგვივიდა. „რეალზე“ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით. პირველი ტაიმი ექსტრაორდინალური იყო. ეს მოთამაშეებს აჯერებს თავიანთ ძალას, ასე რომ აქ არ ვჩერდებით.“

„გავი ის ფეხბურთელია, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს. ის ყოველთვის სულით და გულით თამაშობს, რაც შემდეგ მთელს გუნდს გადაედება. ის ასევე დაბადებით ლიდერიცაა. 18 წლის ასაკში გასაოცრად გამოიყურება. ეს მე ბევრჯერ მითქვამს და მისი შექებით არც დავიღლები“ - განაცხადა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ „რეალ მადრიდი“ გავის, ლევანდოვსკის და პედრის გოლებით 3:1 დაამარცხა.

0.103969